პარლამენტის საგანგებო განცხადებას საერთაშორისო საზოგადეობისადმი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების თემაც დაემატება. ამის შესახებ განცხადება დღეს რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, "ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა ეთნიკური წმენდა და ფაქტობრივად ოკუპაციის რეჟიმში იმყოფება ვერანაირი არჩევბნები ვერ ჩატარდება და ამ პოზიციას იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება."
ბაქრაძის თქმით, ე.წ. არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოყვეს და მიიჩნევს, რომ აუცილებელია პარლამენტის საგანგებო განცხადებაში ეს საკითხი იქნას ასახული.
შესაბამისად განცხადების მიღება სამშაბათს, 15 დეკემბრეს, სესიაზე მოხდება და განცხადებაში ჩამოთვლილ ფაქტებს აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თემაც დაემატება.
განცხადებაში აღნიშნული იქნება თხოვნა საერთაშორისო საზოგადოებისადმი, რომ არ აღიარონ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები.
საერთაშორისო საზოგადოებისადმი პარლამენტის საგანგები განცხადების მიღების საკითხი ორშაბათის ბიუროს სხდომაზე გადაწყდა. ბიუროს გადაწყვეტილებით, განცხადებაში ქრონოლოგიურად აისახება ყველა ის ფაქტი, რასაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის დარღვევით და მის მიერვე აღებული ხელშეკრულებების ვალდებულებების დარღვევით ახორციელებს.
განცხადება უკვე შემუშავებულია და პარლამენტს განცხადება დღეს უნდა მიეღო, თუმცა ბაქრაძის გადაწყვეტილებით, განცხადების მიღება რამდენიმე თვით გადაიდო, რათა აქვე აისახოს აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩვენების თემაც.