რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 77 უკრაინული დრონი თავს დაესხა რუსეთის ფედერაციის 6 ოლქს, მათივე ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა კალუგის ოლქში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში
უწყბა ამტკიცებს, რომ საჰაერო თავდაცვამ, დრონები გაანადგურა შემდეგ ოლქებში: ბრიანსკის ოლქში 30 უპილოტო საფრენი აპარატი, 6 კურსკისა და ვორონეჟის რეგიონებში და 5 როსტოვისა და ბელგოროდის ოლქებში.
გარდა ამისა, მათივე ცნობით, 25 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა კალუგის რეგიონის ტერიტორიაზე, სადაც გუბერნატორის თქმით, ხანძარი გაჩნდა საწარმოში. ადგილორბივი ხელისუფლების განცხადებით, ცეცხლი მოედო ძერჟინსკის რაიონში მდებარე საწარმოს ტექნიკურ შენობას.