ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, ისტორიულ ვესტმინსტერ ჰოლში სიტყვით გამოვა. ობამა სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრებს.
მანამდე კი ობამამ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფს ერთობლივი მოწოდება გაუგზავნეს და კატეგორიულად მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება. ერთობლივ პრესკონფერენციაზე კემერონმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა ასეთი მჭიდრო და ახლო ადრე არასდროს ყოფილა.
ობამას განცხადებით, კოალიცია ლიბიაში "ნელა და სტაბილურად" იმოქმედებს.