"დემოკრატიული მოძრაობის" ლუდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქართულმა ჯარმა "საჭიროების შემთხვევაში" ქართველ ხალხზე ხელის აღმართვაზე უარი განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, ეს ინფორმაცია მათ სანდო და სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით მიაწოდეს.
"ერთი წამითაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ჩვენი ჯარისკაცები საკუთარი დედების, მამების, დების და ძმების წინააღმდეგ უკანონო ბრძანების შემთხვევაში ხელს არ აღმართავდნენ. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი ჯარი იმოქმედებს მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში. ჩვენ ნელ-ნელა მივაღწევთ იმასაც, რომ აღვადგენთ ჩვენი ერის შელახულ ღირსებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობიან და დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ. ჩვენ მოვიპოვეთ, ასევე, პირველი არხის ეთერი, რაც ხალხის დამსახურებაა. ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვებები მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მიერ უკანონო ბრძანებით "ზონდერბრიგადებმა" და პოლიციელებმა დაგვარბიეს", - მიმართა საზოგადოებას ნინო ბურჯანაძემ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას.