თურქეთი საქართველოში ჰესების მშენებლობაში საერთო ჯამში 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თურქეთის სადისტრიბუციო კომპანია "კარსალ ენერჯის" გენერალურმა დირექტორმა, ჰაკან შიმშეკმა განუცხადა.
შიმშეკის თქმით, საქართველოს დიდი ჰიდროპოტენციალი აქვს და თურქი ბიზნესმენები აღნიშნულ სფეროში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულნი არიან.
"საქართველოს ჰიდროპოტენციალი დიდია და თურქი ინვესტორები დაინტერესებულები არიან, რომ ჰესების მშენებლობაში ინვესტიციები დააბანდონ. 300 მეგავატიანი ჰესის მშენებლობა 1-1.5 მილიონი ჯდება. საერთო ჯამში ჩვენ ჰესების მშენებლობაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ. ჩვენ მარტში და აპრილში კონკრეტულ ხელშეკრულებებს გავაფორმებთ ამ მიმართულებით", _ განაცხადა ჰაკან შიმშეკმა.