„ქართული აკადემიის" წარმომადგენლის, ნუკრი ქანთარიას აზრით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება „რევოლუციური სულისკვეთებით" შეიძლება იქნას მიღწეული.
„მიმაჩნია, რომ რევოლუციური სულისკვეთება უნდა გაჩაღდეს, რადგან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი. მხოლოდ საუბრით ეს არ მოხდება. ხელისუფლება ძნელად დათმობს, ამიტომაც ის უნდა იყოს იძულებული, ერთის მხრივ საერთაშორისო და მეორეს მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლით", - განუცხადა ნუკრი ქანთარიამ „ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, „რვიანს" საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს და შედეგი
"დადგება", თუკი ის ქართული საზოგადოების მხარდაჭერასაც მოიპოვებს.