კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ, საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს სპეციალური ანგარიში წარუდგინა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, ყოველი წლის 10 დეკემბერს საჯარო დაწესებულება ვალდებულია წარუდგინოს ანგარიში საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ უარყოფით გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ.
ანგარიშის თანახმად, 2009 წელს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში 19 განცხადებაა შესული. აქედან, არასამთავრობო ორგანიზაცია `ადამიანის უფლებათა ცენტრის~ კახეთის ოფისიდან - რვა განცხადება; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისიდან - ორი განცხადება; საია-ს თელავის ოფისიდან - ორი განცხადება; რადიო `ჰერეთიდან~ - ორი განცხადება; სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილებიდან - ერთი განცხადება; კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან - ერთი განცხადება; სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თელავის ბიუროდან - ერთი განცხადება; ფიზიკური პირის თამარ გურჩიანის ერთი და ასევე, ფიზიკური პირის ანა შალამბერიძის - ერთი განცხადება.
ოფიციალური ინფორმაციით, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შესულ ერთ განცხადებას ეთქვა უარი, რაც გასაჩივრდა და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. არცერთ საჯარო მოხელეს არ დაკისრებია დისციპლინური პასუხისმგებლობა.