სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშმა აცხადებს, რომ 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიში მთლიანად მის მიერ არის დაწერილი. ამის შესახებ განცხადება გიორგი ტუღუშმა დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
სახალხო დამცველის 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშის განხილვა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში უნდა გაიმართოს.
კომიტეტის სხდომა ამ წუთებში იწყება. სხდომის დაწყებამდე კი ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნულ ანგარიშში შესულია 2009 წლის პირველი ნახევრის პერიოდში მომხდარი ფაქტები, თუმცა აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ანგარიში მთლიანად მის მიერ არის დაწერილი. ამ ანგარიშზე მუშაობდა თვენახევრის განმავლობაში და აღნიშნავს, რომ სოზარ სუბარს მისთვის არანაირი ანგარიში არ დაუტოვებია.
რაც შეეხება წინა ანგარიშს, საუბარია 2008 წლის მეორე ნახევრის ანგარიშზე, რომელიც პარალმენტს არ განუხილავს. ტუღუში აცხადებს, რომ ეს მის კომპეტენციას სცილდება და ამაზე პასუხი დეპუტატებს უნდა მოეთხოვოს.