რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო აფხაზეთში უკანონოდ, ასე ვთქვათ, სტუმრად იმყოფებიან, არ აქვთ უფლება მიგვითითონ, რომ ჩვენ არასწორად ვიქცევით, - აცხადებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწე აფხაზი ღვთისმსახური იეროდიაკონი დავიდ სარსანია "ეხო კავკაზის" ჟურნალისტთან საუბარში.
სარსანია ახალ ათონში ორი დღის წინ ჩატარებულ საერო და სასულიერო კრებაში მონაწილეობდა. როგორც აღმოჩნდა იგი მხარს უჭერს აფხაზეთის სასულიერო პირების ე.წ. ახალგაზრდა ფრთას.
"საეკლესიო-საერო დიდი შეკრების მოწყობის აუცილებლობა აფხაზეთში უკვე დიდი ხანია არსებობდა. თავად საეკლესიო კანონიკურ სიტუაციას აფხაზეთში არასტაბილური ხასიათი აქვს. 18 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც 1993 წელს აფხაზური ეკლესია იერარქის პირდაპირი დაპურების გარეშე დარჩა, ფაქტობრივად, იგი მიტოვებული აღმოჩნდა, იმიტომ, რომ ქართულმა სულიერება, რომლის კანონიკურ ტერიტორიადაც ითვლება აფხაზეთი ვერ ახორციელებს სასულიერო და სამწყსო მოღვაწეობას აფხაზეთის ტერიტორიაზე და მრევლის დაპურებას", _ აცხადებს სარსანია.
მისივე თქმით, განსაკუთრებით, 1992-1993 წწ კონფლიქტის შემდეგ, აფხაზი მორწმუნეების დაპურება ქართული სულიერების მხრიდან ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა და ამიტომაც ეს საქმე, მისივე განმარტებით ბესარიონ აპლიამ ითავა.
"არადა, სამწყსო საქმიანობა მაინც განსახორციელებელი იყო აფხაზეთში და იგი ამ 18 წლის მანძილზე საუკეთესო ნამდვილად არ იყო. მხოლოდ ერთ სასულიერო პირს ჰქონდა უფლება აფხაზი მორწმუნეები დაეპურებინა და მან ეს გააკეთა, საკუთარი თავი სოხუმისა და აფხაზეთის ეპარქიის მმართველად გამოაცხადა. დღეს ამ ეპარქიას სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქია ეწოდება", _ აცხადებს სარსანია.
სასულიერო პირი ასევე ამბობს, რომ ამჟამად აფხაზეთში მოქმედებს ღვთისმსახურთა დაჯგუფება, ძირითადად ეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები არიან, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ისეთი ყოველგვარი საბუთის გარეშე იმყოფებიან, რომლებიც საეკლესიო კანონების მიხედვით, მათ აქ საქმიანობისა და ღვთისმსახურების განხორციელების ნებას რთავს.
"ერთი მხრივ, ეს არიან ღვთისმსახურები, რომლებიც არ არიან თავიანთი ეპარქიების შტატიანი ღვთისმსახურები, მეორე მხრიდან ესენი არიან ისეთი სასულიერო პირები, რომლებიც რაღაც იდეური მოსაზრებებიდან გამომდინარე საჭიროდ არ მიიჩნევენ თავის ყოფნას რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ფარგლებში", - აცხადენს სარსანია და ამ ღვთისმსახურების მფარველობაში კვლავ ბესარიონ აპლიას ადანაშაულებს.
"ამიტომაც ისინი აქ ჩამოდიან, აფხაზეთში და მფარველს იმ ადამიანში პოულობენ, რომელზეც მე ვისაუბრე და თავიანთ საღვთისმსახურო საქმიანობას აქ აწარმოებენ. მაგრამ სინამდვილეში ამას საღვთისმსახურო საქმიანობას ვერ უწოდებ. აუცილებელია შექმნა ისეთი საეკლესიო ორგანიზაცია, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა კანონსა და სტანდარტს პასუხობს. სწორედ ამიტომაც შევიკრიბეთ ჩვენ ახალ ათონში და აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია შევქმენით, რომლის ცენტრიც ანაკოფიაში, ახალ ათონში მდებარეობს", _ აცხადებს დავიდ სარსანია.
მისვე თქმით, ეს მიტროპოლია დროებითია და იმოქმედებს იქამდე, ვიდრე მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიები აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინადადებას არ განილავენ.
"აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენ ეპისკოპოსის თანამდებობაზე ჩვენი კანდიდატი არქიმანდრიტი დოროფეი დბარი გვყავს. მართლმადიდებლური ეკლესიები აფხაზეთის ტერიტორიას ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილად აღიარებენ, მაგრამ საეკლესიო საკითხის გადაწყვეტა ხომ ისევე არ შეიძლება როგორც პოლიტიკურის. ამიტომაც ჩვენ ვაცნობიერებთ რა თუ რამდენად რთულ გზაზე ვდგევართ ვთხოვთ მართლმადიდებლურ ეკლესიებს დაგვეხმარობ ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებაში. ცალმხრივად ამას ვერ ერთი ეკლესია ვერ გადაწყვეტს და ჩვენ ეს გვესმის. მზად ვართ ვიცადოთ.
"ამჟამად კი აფხაზეთის სასულიერო პირთა შორის, რომლებმაც არ მიიღეეს საეკლესიო-საერო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არის ელემენტი, რომელიც თავისთავად არაკანონიკურია. ეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმსახურები არიან, რომლებიც ან თავიანთ საკუთარ ეპარქიებში იმყოფებიან აკრზალვაში ან თავიანთი არქიდიაკვნებისგან არ აქვთ შესაბამისი სიგელები, რომელთა მიხედვითაც მათ აფხაზეთის ტერიტორიაზე ღვთისმსახურების ჩატარების უფლებე ექნებოდათ.
საეკლესიო კანონების მიხედვით, მათ არ აქვთ უფლება მიგვითითონ ჩვენ, ადამიანებს რომლებიც აქ ვცხოვრობთ და პირდაპირი ურთიერთობა გვაქვს აფხაზეთთან იმაზე, რომ ჩვენ რაღაც არასწორ ქმედებებს ჩავდივათ. ამიტომაც იმ ღვთისმსახურების პოზიცია, რომლებიც აქ, მაპატიეთ და სტუმრად იმყოფებიან, ეს შესაძლოა მხოლოდ მათი პირადი არი იყოს. ჩვენი გზა უფრო მართალია და უფრო კანონიკურია, ვიდრე უბრალოდ აიღო და ავტოკეფალია გამოაცხადო, როგორც ეს უკვე იქნა გაკეთებული 2009 წელს, საეკლესიო კანონების თვალსაზრისით სრულიად უსაფუძვლოდ", _ აცხადებს დავიდ სარსანია.
ცნობისთვის: რუსეთის სასულიერო აკადემიის აღსაზრდელი დავიდ სარსანია 1978 წელს აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთაში დაიბადა. ეროვნებით აფხაზია. 2000 წელს იგი იეროდიაკონად თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ აკურთხა. ადრე არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მართლმასისებლური ეკლესია სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პატრიარქად სწორედ დავით სარსანიას ამზადებს.
რუსეთის საპატრიარქოს "კარზე" მოღვაწე სარსანია ხმამაღალი განცხადებებით არასოდეს გამოირჩეოდა. იგი უხმაუროდ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში "მოღვაწეობდა" რუსეთის საპატრიარქოში და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროპაგანდას ეწეოდა.
დავით სარსანია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის აწგანსვენებულ პატრიარქთან ალექსი II -თან დაახლოებული პირი იყო. იგი თან ახლავდა რუსეთის საპატრიარქოს დელეგეციებს მნიშვნელოვანი ვიზიტების დროს. შეხვედრებს იგი "აფხაზეთის ეპარქიის" წარმომადგენელის სტატუსით ესწრებოდა.
მისი რუსეთში მოღვაწეობის მანძილზე სარსანიას სულ რამოდენიმე ინტერვიუ აქვს მიცემული ჟურნალიტებისათვის, რომლებშიც იგი, ძირითადად ე.წ. აფხაზეთის ეპარქიის საქართველოს ეკლესიისგან გამოყოფას მოითხოვდა.
"უკვე დროა, აფხაზეთის ეროვნული ეპარქია ჩამოყალიბდეს. ეს საშუალებას მოგვცემს მთელ სამყაროს განვუცხადოთ, რომ მართლმადიდებელი აფხაზი ხალხი ქართული ეკლესიის წიაღში ვერ იარსებებს", _ აცხადებდა თავის ინტერვიუებში სარსანია.
მისი აზრით, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დალოცა აფხაზების წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ჯარი და "ამაყი ხალხის" გენოციდისკენ მოუწოდა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ დავით სარსანიას საკამოდ სოლიდურ ე.წ. პიარ-კამპანიას რუსეთის საპატრიარქოც უწევდა.
საინტერესოა ასევე დავით სარსანიას მიერ ციურიხიდან აფხაზი თანამემამულეებისადმი შობის მილოცვის ტექსტი. საზემო მილოცვაში იგი ქრისტეს დაბადების ირგვლივ მცირე ექსკურსს აკეთებს და მაცხოვრის შობას აფხაზი ხალხის მიერ დამოუკიდებლობისთვის დაწყებულ ბრძოლას ადარებს.
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცობრიობის ადამისეული ცოდვიდან გათავისუფლების გზა სისხლით დაიწყო. ქრისტეს დაბადებას ჰეროდეს მიერ ათასობით უდანაშაულო ჩვილის დახოცვა მოყვა _ ისინი ქრისტესთვის შეწირული პირველი მსხვეპლნი იყვნენ", _ ამბობს აფხაზი სასულიერი პირი და აგრძელებს, _ "სწორედ ამგვარი გზაა აფხაზი ხალხის მიერ გავლილი. აფხაზეთის დამოუკიდებლობის გზის დასაწყისი ასევე ჩვენი ერის საუკეთესო შვილების სისხლითაა მორწყული. გავიხსენოთ 1992-93 წლები და ის, რომ მძიმედ დაჭრილი აფხაზი მეომრები მდინარე გუმისთის ნაპირებთან ოკუპანტების მიერ იყვნენ დახვრეტილნი. სწორედ მათი სისხლი დაედო საფუძვლად აფხაზეთის დამოუკიდებლობას", _ ამბობდა დავიდ სარსანია.
მისივე თქმით, ისევე როგორც კაცობრიობა არასოდეს არ დაივიწყებს ქრისტეს მიერ ადამიანთათვის გაღებულ მსხვერპლს, ასევე აფხაზი ერი არასოდეს არ დაივიწყებს სამშობლოს თავისუფლების დასაბამად ქცეულ დაღვრილ სისხლს.
შეგახსნებთ, რომ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზ სეპარატისტებს უკვე განუცხადეს - თუკი ისინი ახალ ათონში რუსი იღუმენის დანიშვნის გაპროტესტებას თავს არ დაანებებენ, ამას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს და "არა მხოლოდ საეკლესიო ურთიერთობებში". ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ გააკეთა.
აფხაზ სასულიერო პირებს ანდრეი ამპარისა და დოროფეი დბარის მეთაურობით, არ სურთ, აფხაზეთის მართმადიდებლური ეკლესიის საქმეებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია განაგებდეს. ისინი ავტოკეფალიიის მოპოვებისთვის ბრძოლას აპირებენ და რუსეთიდან აფხაზურ ტაძრებში წინამძღვების ერთპიროვნულ დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.