"საქართველოს დღეს ისე სჭირდება ევროპისა და ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერა, როგორც არასდროს, რადგან ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი კვლავ რუსეთის ფედერაციის უკანონო ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ერთი წლის წინ მან სეპარატისტულ დაჯგუფებებთან ერთად სამრეთ ოსეთში ეთნიკური წმენდა მოაწყო და მოსახლეობის დიდ ნაწილს საკუთარი სახლების დატოვება აიძულა. რამდენიმე დღის წინ კი 4 მოზარდი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავა და აბსურდული ბრალდებები წაუყენა. მსგავსი აგრესიით და პროვოკაციით მათ ჩვენი ქვეყნის ახალაგაზრდა დემოკრატიის განადგურება სურს, თუმცა საქართველო არსებული პრობლემების მიუხედავად დემოკრატიის მშნებელობას განაგრძობს და წარმატებულ რეფორმებს ახორციელებს, რაზეც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებიც მეტყველებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე განმარტებით, ეკონომიკური კრიზისისა და ომის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება რეფორმების ყველა მიმართულებით გატარებას მაინც ახერხებს.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, იზრდება და ძლიერდება ქვეყნის მართვაში ოპოზიციის როლიც.
შეგახსენებთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) კონგრესი, რომელიც გაერთიანების უმაღლეს ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს 9 დეკემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება. კონგრესზე მიიღება პარტიის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები. საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ევროპის სახალხო პარტიის წევრი, მუდმივად არის წარმოდგენილი გაერთიანების ღონისძიებებზე. პარტიის დელეგაცია მონაწილეობს EPP-ის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში.