10 დეკემბერს, 18:00 საათზე, პარნასის პუშკინის ფილიალში (მის.: პუშკინის #10) გაიმართება ახალი აუდიოწიგნების პრეზენტაცია. სტუდია "ჩემი ბიბლიოთეკა" მსმენელს სთავაზობს ცნობილი ქართველი მსახიობების მიერ გახმოვანებულ ცნობილ ნაწარმოებებს.
Pპრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ხუთი აუდიოწიგნი: ქართული და უცხოური ზღაპრების კრებული (მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე); ლუის კეროლის "ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში" (მსახიობი ნანა შონია); ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობების კრებული (მსახიობი ნანა შონია); ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა" (მსახიობი ბექა სონღულაშვილი); ლაშა ბუღაძის "ბოლო ზარი" (მსახიობი რამაზ ფილფანი).
სტუდია ყოველთვე შეავსებს "ჩემს ბიბლიოთეკას" ახალი წიგნებით.