ხვალ, 15 მაისს, 19:00 საათზე, გამომცემლობა "პალიტრა L" სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში აწყობს ბესო ხვედელიძის ახალი წიგნის პრეზენტაციას. მოთხრობების კრებულში, რომელიც რიგით მეთორმეტეა მწერლისთვის, ზუსტად 12 მოთხრობა შედის და წიგნს სახელად "12" ჰქვია.
კრებულში შესული მოთხრობებიდან 12-ვე რელიგიური ხასიათისაა . ავტორი მათ "ღმერთიან მოთხრობებს" უწოდებს.
"მოთხრობების მთავარი პერსონაჟები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ღვთის რწმენა, სიყვარული, სინანული, მოთმინება, მორჩილება, თავმდაბლობა მათი იარაღია წუთისოფლის ურთულეს და უამრავი განსაცდელით აღსავსე გზაზე", - აცხადებს ავტორი.