16 მაისს, 13:00 საათზე, "ქართული აკადემიის" ოფისში (ძმები ზუბალაშვილების ქ. 45) გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: საზოგადოების არჩევანი სამართლიანი საარჩევნო გარემოს მიღწევასა და რევოლუციურ პროცესებს შორის.
პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც გაავრცელებენ სპეციალურ მიმართვას საქართველოს პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებისადმი.