ამერიკელმა მეცნიერებმა შიდსის წინააღმდეგ უნიკალური ექსპერიმენტი ჩაატარეს და დადებითი შედეგი მიიღეს. მათ მაიმუნის სისხლში აივ-ინფექცია დაამარცხეს. სპეციალისტებმა 24 ჯანმრთელი მაიმუნი ჯერ იმუნოდეფიციტის ვირუსით დააავადეს, შემდეგ კი ცხოველების ორგანიზმში შიდსის დასამარცხებლად მომზადებული ახალი ვაქცინა შეიყვანეს.
ექსპერიმენტმა გაამართლა - ინექციის მოქმედების შედეგად მაიმუნების ორგანიზმში ვირუსის გავრცელება შეჩერდა. მათ სისხლში აივ-ინფექცია ყველაზე მგრძნობიარე ტესტებმაც კი ვერ იპოვეს. 12 მაიმუნს დამცავი ეფექტი აცრიდან ერთი წლის შემდეგაც შეუნარჩუნდა.
ვაქცინის შემქმნელები ვარაუდობენ, რომ ადამიანებზე ამ წამლის გამოცდა სამი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.