მამაკაცების ჟურნალი Maxim-ი მსოფლიოს ასი ყველაზე სასურველი და მიმზიდველი ქალის სიას ყოველწლიურად ადგენს. ამჯერად სიის სათავეში ჯეისონ სტეტჰემის მეგობარი ქალი მოექცა.
ახალგაზრდა მსახიობი ქალი და მოდელი როზი ჰანტინგტონ-უაიტლი მამაკაცთა ეროტიული ფანტაზიის ყველაზე ხშირი სტუმარი აღმოჩნდა. მან გასული წლის ლიდერს, ცნობილ მომღერალ ქეთი პერის აჯობა, რომელსაც წელს მხოლოდ „ბრინჯაოს მედალი" ერგო. მეორე ადგილი დაიკავა 30 წლის მსახიობმა ოლივია მანმა.
სიაში მეოთხე ადგილზე მარად ახალგაზრდა ქემერონ დიასი აღმოჩნდა, ხოლო მეხუთე ადგილი ერგო ვარსკვლავს ფილმიდან "შავი გედი"_მილა კუნისს. აღსანიშნავია, რომ ნატალი პორტმანმა, რომელმაც ამ ხმაურიან ფილმში მთავარი როლი შეასრულა, მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავა.
Maxim-ის რეიტინგით, "მსოფლიოს ას ყველაზე სექსუალურ ქალს" შორის მსახიობი ენი ჰეტეუეი, ჯენიფერ ლოურენსი, ანა კურნიკოვა და მრავალი სხვა ქალბატონები აღმოჩნდნენ. სხვათაშორის, ამ რეიტინგში ქეით მიდლტონმა 26-ე ადგილი დაიკავა.