"თელასის" ქვესადგურში `საბურთალო-2" პროფილაქტიკურ-სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 16 მაისს 10 საათიდან 18 საათამდე ვაკისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირს (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II; IV; VI კვარტლებს (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ჯიქიას, ქავთარაძის, სანდრო ეულის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.