ვაჟის დაღუპვის შემდეგ მუამარ კადაფი ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიით პირველად გამოჩნდა. ამის შესახებ France-Presse-ი იტყობინება.
ლიბიის ტომებთან კადაფის შეხვედრის სიუჟეტი ლიბიის ტელევიზიამ გუშინ საღამოს გადასცა. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, კადაფი მხნედ და ჯანმრთელად გამოიყურება.
30 აპრილის შემდეგ ეს პირველი რეპორტაჟია, რაც ნატოს ავიადარტყმების შედეგად მისი ვაჟი სეიფ ალ-არაბ კადაფი და სამი შვილიშვილი დაიღუპნენ.
თავის მხრივ, ნატოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სარაკეტო თავდასხმის მიზანი არა ცალკეული ადამიანები, არამედ ლიბიის ლიდერის მომხრეთა სამხედრო ქვედანაყოფების შტაბებზე იერიშის მიტანაა.
დღეს დილით ნატოს სამხედრო ძალებმა ტრიპოლიზე ოთხი ავიადარტყმა კვლავ განახორციელეს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი ობიექტები დაიბომბა.