საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებებს ეხმაურება. ბოკერიას თქმით, მედვედევის განცხადებები ვერ შეფასდება გარღვევად რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, რადგან რუსეთის მხრიდან ფუნდამენტური პრობლემა ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლაა.
"მედვედევის განცხადებები ვერ შეფასდება გარღვევად. საქართველო-რუსეთს შორის ფუნდამენტური პრობლემა არის ის, რომ რუსეთის მხრიდან ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს. ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები და ვიდრე ეს პრობლემა არ გადაწყდება, ამის სხვა რამით შეფუთვა არასერიოზულია", - განაცხადა ბოკერიამ.