შვეიცარია მზადაა, ეგვიპტელებს 320 მილიონი დოლარი იმ გაყინული ანგარიშებიდან გადასცეს, რაც ჰოსნი მუბარაქსა და მის გარემოცვას ეკუთვნოდა.
ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ქვეყანა არ აპირებს შეინარჩუნოს თანხები, რომლებიც დანაშაულებრივი გზით არის ნაშოვნი.
შეგახსენებთ, 2 მაისს შვეიცარიამ ექს-პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის, ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისა და ტუნისის ყოფილი პრეზიდენტის ბენ ალის აქტივები გაყინა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, მთლიანობაში ბანკებში 800 მილიონი შვეიცარიული ფრანკია გაყინული, რომლებიც ამ სამ ლიდერს განეკუთვნებოდა.
ცნობისთვის, კადაფის ანგარიშზე მოხვდა 360 მილიონი შვეიცარიული ფრანკი, მუბარაქის ანგარიშზე_410 მილიონი ფრანკია, ხოლო ბენ ალი ბანკებში 60 მილიონს ფლობდა.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს ანგარიშები გაყინეს, რადგან ასეთი მსხვილი თანხები ბანკებში კანონიერი გზით ვერ მოხვდებოდა.
შეგახსენებთ, შვეიცარიის კონსტიტუცია ასეთი მკაცრი ზომების მიღებას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუკი ამას ქვეყნის ინტერესების დაცვა მოითხოვს.