დიდი ბრიტანეთის საელჩომ მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის სახელზე მოკლევადიანი ვიზა გასცა. გავრცელებული ინფორმაციით, ლუჟკოვი ლონდონში ქალიშვილების სანახავად უკვე გაფრინდა.
ლუჟკოვი ბრიტანეთის ვიზას სამი თვის განმავლობაში ელოდა.
ბრიტანეთის ხელისუფლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლუჟკოვის დოკუმენტებს ამოწმებდა. მოგვიანებით კი მისთვის ვიზა მაინც გასცეს.
სანამ ბრიტანეთი ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ლუჟკოვმა აშშ-ში გაფრენა უკვე მოასწრო.
შეგახსენებთ, იური ლუჟკოვს თანამდებობა 2010 წლის სექტემბერში დაატოვებინეს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მისი თანამდებობიდან ჩამოცილების გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ლუჟკოვმა სახელმწიფოს მეთაურის ნდობა დაკარგა. თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ ლუჟკოვი ლატვიაში საცხოვრებელი უფლების მიღებას ამაოდ ელოდა.