ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ნაკლებად სარწმუნოს უწოდებს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებას რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით.
პოლოლიკაშვილის თქმით, აღნიშნული განცხადება უადგილოა, როდესაც საქართველოს 25 პროცენტი ოკუპირებულია. ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ თუ საჰაერო მიმოსვლა აღდგა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ეკონომიკისა და ბიზნესისთვის.
"ნაკლებად მჯერა, რომ საჰაერო მიმოსვლა განხორციელდება, თუმცა უადგილოა ამ თემაზე საუბარი მაშინ, როცა საქართველოს 25 პროცენტი ოკუპირებულია. თუ ეს მოხდა, ქართული ეკონომიკისა და ბიზნესისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს რეალობა იქნება. ჯერ პრობლემას უნდა მივხედოთ კონფლიქტებთან დაკავშირებით და ამაზე შემდეგ ვისაუბროთ", - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.