ჯიპიაი ჰოლდინგი" ავტომფლობელებს ყველაზე სასარგებლო დაზღვევას სთავაზობს - ავტომობილის პასუხისმგებლობის დაზღვევას. სადაზღვევო პროდუქტზე უფრო დეტალურად სასაუბროდ სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგის" ფინასური რისკების სამსახურის უფროსი ვალერი კაკულიას ვესაუბრეთ.
- ბატონო ვალერი, რას ნიშნავს ავტომობილის მართვის დროს მესამე პირების წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის დაზღვევა?
- ბოლო დროს საქართველოში მკვეთრად იმატა ავტომობილების რაოდენობამ, რის შედეგადაც სამწუხაროდ ავტო- ავარიების შემთხვევებიც გახშირდა. ქალაქში ინტენსიური მოძრაობის გამო მოიმატა იმის შანსმა, რომ ავტომობილის მართვის დროს მძღოლი სხვა მანქანას ან ფეხით მოსიარულეს დაეჯახოს, ან დააზიანოს სხვისი ქონება.
ჩვენი სტატისტიკით, წლის განმავლობაში ყოველი მეხუთე ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევაში ხვდება.
ასეთ დროს მძღოლი რთულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს. თუ ავარია მისი მიზეზით მოხდა, მას ორმაგი ხარჯის გაღება უწევს. ერთი ის, რომ შეაკეთოს საკუთარი ავტომობილი, რაც თავისთავად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, და მეორე, გადაიხადოს მის მიერ დაზიანებული ავტომობილის შეკეთების თანხა. შეიძლება საკუთარი ავტომობილის შეკეთება ცოტა ხნით გადადოს ადამიანმა, მაგრამ იმ მანქანის შეკეთება რომელიც მან დააზიანა, ყველა შემთხვევაში მძღოლის ვალდებულებაა.
თუ საქმე ადამიანის ჯანმრთელობას შეეხო, მაგალითად დაშავდა ავტომობილის მგზავრები ან ფეხით მოსიარულე, ასეთ შემთხვევებში სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება.
- რაში დაეხმარება პასუხისმგებლობის პოლისი მსგავს სიტუაციებში ავტომფლობელს?
- უფრო ნათლად რომ დავინახოთ ის, თუ რაში გამოადგება ეს პოლისი ავტომფლობელს, წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია, რაც სამწუხაროდ ჩვენს გარშემო ძალიან ხშირად ხდება. ვთქვათ მძღოლი დაეჯახა მანქანას. ბუნებრივია დაზარალებული ავტომობილის მფლობელი მოსთხოვს მას საკუთარი მანქანის შეკეთებას. ასეთ დროს თუ მძღოლს პასუხისმგებლობის დაზღვევა აქვს, მაშინ ჩვენი კომპანია გადაუხდის დაზარალებულ მხარეს ავტომობილის შეკეთებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
ჩვენ გვყავს მობილური ჯგუფი, რომლიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ეს ჯგუფი მიდის ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას და ყველა პრობლემას მოაგვარებს, რაც ავარიის შედეგად იქნება გამოწვეული. იქნება ეს საბუთების მოწესრიგება, სხვისი მანქანის შეკეთება, დაშავებული მგზავრების დროულად მოთავსება სტაციონარში თუ სხვა.
- რა ღირს ეს პოლისი წელიწადში და რა შემთხვევებს ანაზღაურებს?
- ეს პოლისი წელიწადში 60 ლარი ღირს და ანაზღაურებს ყველა ზარალს, რომელსაც დაზღვეული ავტომობილის მძღოლი ავტომანქანის მართვის დროს მესამე პირს მიაყენებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი სხვა ავტომობილს ან ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, მაშინ სხვისი დაზიანებული მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ან დაშავებული ადამიანის მკურნალობის ხარჯებს ჩვენი კომპანია აანაზღაურებს.
რაც შეეხება ღირებულებას, ეს დაზღვევა წელიწადში 60 ლარი ღირს და ანაზღაურებს დაზღვეული ავტომობილის მიერ სხვა ადამიანისთვის, მისი ავტომობილისთვის ან ქონებისთვის მიყენებულ ზარალს 5 000 ლარის ოდენობით.
- შემიძლია თუ არა უფრო მაღალი ლიმიტით შევიძინო პასუხისმგებლობის პოლისი?
- ჩვენ ვცდილობთ რომ ჩვენი კლიენტების სურვილი მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. ამიტომ შევეცადეთ რომ მათ ამ პროდუქტის ფასით ოპტიმალური პირობები შეგვეთავაზებინა.
ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი არის წელიწადში 60 ლარიანი პასუხისმგებლობის პოლისი, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე 5000 ლარის ოდენობის ზარალს ანაზღაურებს.
შემდეგ მოდის 108 დოლარიანი პასუხისმგებლობის პოლისი, რომელიც 5 000 დოლარის ზარალს ანაზღაურებს. შემდეგ არის 168 დოლარიანი პასუხისმგებლობის პოლისი შესაბამისად 10 000 დოლარიანი ლიმიტით და წელიწადში 240 დოლარიანი პასუხისმგებლობის პოლისი კი 30 000 დოლარის ზარალს ანაზღაურებს და 288 დოლარიანი ანაზრაურებს 50 000 დოლარის ზარალს.
- რა პერიოდით იდება ხელშეკრულება?
- ხშირად გვესმის ჩვენი კლიენტებისგან, რა ვქნა, მანქანის გაყიდვას 3 თვეში ვგეგმავ და მერე რისთვის დამჭირდება ეს პოლისი. რაც ბუნებრივია ლოგიკური შენიშვნაა. სწორედ ამიტომ ჩვენ მომხმარებელს შევთავაზეთ რომ მათ ეს პოლისი 3 თვით, 6 თვით და ერთი წლით შეიძინონ.
- ანაზღაურდება თუ არა ისეთი შემთხვევები როდესაც ავტომობილს არა ავტომფლობელი არამედ სხვა ადამიანი მართავს, მაგალითად ავტომფლობელის მეგობარი ან ნათესავი?
- დიახ, ამ დაზღვევის უპირატესობა ის არის, რომ თუ მანქანა დაზღვეულია პასუხისმგებლობის პოლისით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მართავს ავტომობილს, ზარალი ყველა შემთხვევაში ანაზღაურდება. მთავარია, ავტომობილს მართავდეს ისეთი ადამიანი, რომელიც არის 21 წელს ზემოთ და ჰქონდეს მას მართვის მოწმობა.
- როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი ავარიის დროს?
- ასეთ დროს, პირველ რიგში ადამიანმა უნდა დარეკოს ჩვენი კომპანიის ცხელ ხაზზე. რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. შეტყობინების მიღებისთანავე, ჩვენი მომსახურების ჯგუფი უმოკლეს დროში მივა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას და ავტო- ავარიასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს მოაგვარებს. საჭიროების შემთხვევაში მოხდება დაშავებული ადამიანების საავადმყოფოში გადაყვანა ან ევაკუატორის გამოძახება.
ამას გარდა, ყველა საბუთს, ყველა პროცედურას რაც ავტოსაგზაო შემთხვევასთან იქნება დაკავშირებული ჯიპიაი ჰოლდინგის მომსახურების ჯგუფი მოაგვარებს. და რაც მთავარია, მძღოლი მარტო არ აღმოჩნდება მსგავს არასასიამოვნო სიტუაციაში, მის გვერდით იქნება გამოცდილი, კეთილსინდისიერი და მაღალკვალიფიციური მომსახურების ჯგუფი, რომელიც ავარიასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.
- როგორც ვიცი, ევროპაში ეს დაზღვევა სავალდებულოა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამ ტიპის დაზღვევას საზოგადოებისთვის სარგებლობა მოაქვს?
- დიახ, მოგახსენებთ, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ყველა განვითარებულ ქვეყანაში ესეთი ტიპის დაზღვევა სავალდებულოა. ავტომობილის მართვის დროს დიდია იმის რისკი, რომ მძღოლმა ზიანი სხვას ადამიანს ან სხვის ქონებას მოაყენოს ან თუნდაც სახელმწიფოს ქონება დააზიანოს. ასეთ დროს დაზღვევა ყველაზე კარგი გამოსავალია დაზარალებული მხარისთვის, ავტომფლობელისთვის, ვისი მიზეზითაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და სახელმწიფოსთვის. სადაზღვევო კომპანიები სრულად უზრუნველყოფენ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად წარმოქმნილ ასეთი ტიპის ზარალების ანაზღაურებას.
საქართველოს ბაზარზე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ავტომობილის დაზღვევასთან ერთად.
ჩვენი კომპანია პასუხისმგებლობის დაზღვევას მომხმარებელს სთავაზობს ცალკე, ისე რომ საკუთარი ავტომობილის დაზღვევას არ ავალდებულებს. ამ მიმართულებით ჩვენმა კომპანიამ გასულ წელს 700 000 ლარი აუნაზღაურა კლიენტებს.