სომხური ტვირთების დაბლოკვა არღვევს საუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას საქართველო-სომხეთის შორის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„საქართველო უნდა იყოს ნამდვილი პარტნიორი და არა ზეწოლის არხი. ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს ნდობას და რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას. ეს ახლავე უნდა შეწყდეს“, - წერს ზურაბიშვილი.
"OC Media"-ს ცნობით, სომხეთში თხევადი გაზის ფასი 40%-ით მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველომ რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტი შეაფერხა.
გამოცემის ცნობით, გაზის ფასმა ლიტრზე - 170 დრამს მას შემდეგ მიაღწია, რაც 500 სომხური სატვირთო ავტომობილი საქართველოს საზღვარზე დღეების განმავლობაში განმარტებების გარეშე ჰყავდათ გაჩერებული.