გასულ ღამეს რუსებმა კიევზე დრონებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, ცნობილია, რომ დედაქალაქში დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
გარდა ამისა, მრავლობითი დაზიანებებით დარნიცკის რაიონში საავადმყოფოში ერთი ადამიანი მოათავსეს.
მაშველების ცნობით, შევჩენკოს რაიონში, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის აივანზე ჩაცვივდა, რის შედეგადაც ცეცხლი გაჩნდა. ხანძარი ლოკალიზებულია.
დნეპროვსკის რაიონში კომერციულ შენობებს ცეცხლი გაუჩნდა. 500 კვ.მ. ფართობზე გაჩენილი ხანძარიც ლოკალიზებულია.
დარნიცის რაიონში ხანძარი გაჩნდა ავტოფარეხის ტერიტორიაზე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.
სვიატოშინის რაიონში, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, ავტოფარეხებს ცეცხლი გაუჩნდა.