საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირებთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მიღებული გადაწვეტილების თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. მოქმედი რედაქციითYკი, ასეთ მოხელეს მთელი განაცდური პერიოდი უნდა ანაზღაურდებოდა.
სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. ამ შემთხვევაში, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით მხოლოდ იმ შემთხვევაში აუნაზღაურდება, თუ დაწესებულების მიერ მოხელე აღდგენილ იქნება სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.
ამასთან, კანონს უკუქცევის ძალა ექნება და ახალი რეგულაციები გავრცელდება ახალი ნორმის ამოქმედებამდე წარმოშობილი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყველა სამართალდარღვევაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.