ხალხის მოთხოვნას ხელისუფლებებმა რეფორმებით უნდა უპასუხონ და არა რეპრესიებით, - ამის შესახებ უფლებებისა და გამოხატვის თავუსფლების წახალისების საკითხში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ფრანკ ლა რუმ განაცხადა.
მან მოუწოდა ხელისუფლებებს უარი თქვან ჟურნალისტების რეპრესიებსა და ცენზურაზე კიბერისივრცეში.
პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ლა რუმ სოლიდრობა გამოუცხადა ჟურნალისტებს ბლოგერებსა და სხვა აქტივისტებს, რომლებიც გარკვეული რისკების მიუხედავად, მოითხოვენ რეფორმებს, დემოკრატიას, გამჭვირვალეობას და იყენებენ ახალ საინფორმაციო კომუნიკაციების ტექნოლოგიებს.
"მიმდინარე წელს მედიის თავისუფლების დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ახლო აღმოსავლესა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებული საგანგებო მოვლენების ფონზე. ადამიანები სხვადასხვა ფენიდან, კერძოდ კი ახალაგაზრდობა, მშვიდობიანად გამოვიდა ათწლეულების განმავლობაში მათი ჩაგვრის წინააღდეგ და თავიანთი უფლებების დასაცავად", - განაცხადა ლა რუმ.
მისი თქმით, ინტერნეტი გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ისტრუმენტი გამოხატვის თვალსაზრისით. მან მნიშვნელოვნი უწოდა ინნერნეტს კორუფციასთან და უსამართლობასთან ბრძოლის საკითხში და ყურადღება მიაქცია იმ გარემოებებს, რომ რიგ ხელისუფლებებს დაწესებული აქვთ ცენზურა ინტერნეტსივრცეზე. მან მოუწოდა ხელისუფლებებს ადეკვატურად იმოქმედონ ხალხის მოთხოვნებზე.
შეგახსენებთ, რომ, 3 მაისს, საერთაშორისო საზოგადოება პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს. პრესის თავისუფლების დღე 1993 წელის 21 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაარსდა.