დღეს, 3 მაისს თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. ლიტის პირველი პირი უმაღლესი რანგის შეხვედრებს გამართავს.
"დაგეგმილია იმ ორმხრივი შეხვედრების გამართვა, რომელსაც ოფიციალური ფორმატი ითვალისწინებს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან", - განაცხადა დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
აღნიშნულის გარდა, მიმდინარე კვირას, 6-7 მაისს, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის დელეგაციაც ეწვევა, რომელსაც ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გირტს ვალდის კრისტოვსკისი უხელმძღვანელებს.
"შევხედრებისას ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრს განვიხილავთ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.