პოლკონიკი მუამარ კადაფი ვაჟის სეიფ ალ-არაბი კადაფის დაკრძალვაზე არ ძმა კი - სეიფ ალ ისლამი - ბედუინის შავ სამოსში გამოჩნდა. გამოჩენილა.
სეიფ ალ-არაბი 1-ელ მაისს ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა. დაკრძალვას 2 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.
ქალაქის სასაფლაოზე შეკრებილი ხალხი მუამარ კადაფის მხარდამჭერ ლოზუნგებს წარმოთქვამდა და ჰაერში მუშტებს იქნევდა.
დიქტატორის ვაჟთან ერთად ავიადარტყმების შედეგად დაღუპული სამი ბავშვიც დაკრძალეს. გავრცელებული ინფორმაციით, სეიფ ალ-არაბს შვილები არ ჰყოლია. ამდენად, ნატოს ავიაიერიშს მუამარ კადაფის სხვა შვილების შვილები ჰანიბალის, აიშასა და მუჰამედ კადაფის ბავშვები ემსხვერპლნენ.