საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტში დებატების გამართვას ითხოვს. აღნიშნული წინადადებით ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრებს ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ მიმართა.
"შევთანხმდით, რომ პარლამენტს მისცემოდა სახალხო დამცველის ანგარიშის გასაცნობად ერთთვიანი ვადა, ამიტომ ვთვლი, რომ ახლა დროა დავიწყოთ კომიტეტზე მისი მოსმენა, რის შემდეგაც მას პლენარულ სხდომაზე გავიტანთ. ასევე, მინდა უმრავლესობას შევთავაზო, რომ ანგარიშთან დაკავშირებით სხდომაზე დებატები მოვაწყოთ", - მიმართა უმრავლესობას დავითაიამ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში პარლამენტში 31 მარტს შემოვიდა, რომელიც გასულ კვირას გიორგი ტუღუშმა "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრის დროს განიხილა.