"ქრისტიან-დემოკრატებმა" ბიუროს სხდომაზე სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის განხილვის დაწყება მოითხოვეს. როგორც ბიუროზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, სახალხო ანგარიშის შემოტანის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მისი განხილვა პლენარულ სხდომაზე მაისის დასაწყისში მოხდება, თუმცა ამ დრომდე ჯერ კომიტეტშიც არ განხილულა.
"იყო პერიოდი, როდესაც სახალხო დამცველს ვეუბნებოდით, რომ შენ ხარ პოლიტიკურად ანგარჟირებული და შესაბამისად შენი დასკვნების არის მიკერძოებული, მაგრამ ეს დრო, მგონი წარსულში დარჩა", - მიმართა ვეფხვაძემ ადამიანის უფლებებისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ლაშა თორიდიას.
მისი თქმით, უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილმა სახალხო დამცველმა საკმაოდ კრიტიკული ანგარიში წარმოადგინა და უკვე დროს მოხდეს მის პრინციპული განხილვა, რომ მკაფიო შეფასებები მიცეს ფაქტებს, რომელიც მასშია მოცემული.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში პარლამენტში 31 მარტს შევიდა და იგი გასულ კვირას გიორგი ტუღუშმა "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრის დროს განიხილა.