იაპონიის საელჩომ ოფიციალური პროტესტი გამოხატა საფრანგეთის ტელეარხის მიმართ, რომლის ეთერითაც ცუნამის შესახებ იხუმრეს.
ხუმრობა სატირულ შოუ Les Guignols de l'Info-ში გაისმა, რომელიც "Canal პლიუსის" საშუალებით გავიდა. შოუს ავტორებმა 1945 წელს ატომური ბომბის შედეგად დაზიანებული ხიროსიმასა და ქალაქ სენდაიში ახლახანს მოვარდნილი ცუნამის ფოტოები აჩვენეს. წამყვანმა კი ცინიკურად აღნიშნა, რომ იაპონია ომის შემდეგ თითქოს არც კი განახლებულა.
საფრანგეთში მცხოვრები იაპონელები ამის გამო შეშფოთდნენ და საელჩოში საჩივრები გაგზავნეს. თავის მხრივ, საელჩომ ტელეარხს პროტესტი განუცხადა. ტელეარხმა კი ამის საპასუხიდ განაცხადა, რომ მათ შოუში გამონაკლისის გარდა, ყველაფერზე ხუმრობენ. ამ პასუხმა საელჩო არ დააკმაყოფილა და ტელაერხს ახალი წერილი გაუგზავნა. თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია.
ტელეარხის წარმომადგენელი აცხადებს, რომ იაპონიაში ცუნამის გამო დაზარალებულთა დახმარების მიზნით მისმა არხმა საქველმოქმედო საღამოში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, იაპონიაში ცუნამსა და მიწისძვრას დაახლოებით 14 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.