ალ ქაიდას ლიდერის უსამა ბინ ლადენის განადგურების შემდეგ, მსოფლიო უსაფრთხოებას ბინ ლადენის შემდეგ "ალ-ქაიდას" ნომერ მეორე ტერორისტი აიმან აზ-ზავახირი ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტი აიმან აზ-ზავახირი ბინ ლადენის უახლოესი თანამებრძოლი და მსოფლიო ტერორიზმის მთავარი სტრატეგი იყო.
შეგახსენებთ, რომ 1 მაისს ამერიკის სამხედრო სპეცნაზმა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადის ახლოს ერთ-ერთ სახლში ბინ ლადენი მოკლა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამა განაცხადა. მისი თქმით, ამ ოპერაციაზე სანქცია ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გასცა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტერორისტის სხეული უკვე ზღვაშია დაკრძალული.