აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის ლევან თევზაია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალის დღევანდელ შეხვედრაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფებმა ვერც ერთ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
"ვერც ერთ საკითხზე ვერ შევთანხმდით, თუმცა შეხვედრისას არაერთ მწვავე და მნიშვნელოვან პრობლემებზე ვისაუბრეთ, მათ შორის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის საკითხზეც"-განაცხადა ლევან თევზაიამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები საზღვრის აღჭურვას აწარმოებენ. ამ პროცესის დასრულების შემდეგ ადმინისტრაციულ საზღვარზე, შესაძლოა რამდენიმე გადასასვლელი დატოვონ. "საუბარი ასევე შეეხო ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს" - აღნიშნა ლევან თევზაიამ.