დღეს 29 აპრილს, "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს გენადი კეკელიას, რომელიც 4 აპრილს უზენაეს სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლებენ.
"კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის ინფორმაციით, კეკელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობასთან შეიკრიბებიან "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" და "საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის" წარმომადგენლები, "ხალხის პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე შალამბერიძე.
გენადი კეკელია 4 აპრილს უზენაეს სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს. აქციის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს შენობას კვერცხები ესროლეს, რასაც რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა.