ევროპის პარლამენტის წარმომადგენელი საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, კრჟიშტოფ ლისეკი, საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, მხარეებმა განიხილეს როგორც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, ასევე უსაფრთხოების საკითხები.
მისი თქმით, ასევე საუბარი შეეხო საარჩევნო რეფორმას, ხელისუფლების დეცენტრალიზაციის, შრომის კანონმდებლობის სრულყოფის, სურსათის უვნებლობის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი, ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წევრი გურამ ჩახვაძე და დამოუკიდებელი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია.