საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე ევროპარლამენტარს, საქართველოს საკითხზე მომხსენებელს კშიშტოფ ლისეკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ძირითადად საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს.
შეხვედრაზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა როგორც ქვეყანაში, ასევე, მთლიანად რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მყოფი ლისეკი მუშობს ანგარიშზე საქართველოს შესახებ, რომლის საფუძველზეც, სავარაუდოდ, 2011 წლის შემოდგომაზე ევროპარლამენტი რეზოლუციას მიიღებს.