სკოლებში დანერგება ახალი საგანი - "საგზაო ნიშნების და მოძრაობის უსფართხოება". აღნიშნულ საკითხს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აღნიშნული საგნის სწავლების შემოღება 2011-2012 სასწავლო წლის დაწყებიდან არის ნავარაუდევი.
აღსანიშნავია რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დასურლების შემდეგ დაგეგმილია პრესკონფერენცია, რომელსაც განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჩაატარებენ.