აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ახალი ელექტრონული (კანცელარიის) პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
როგორც პრეზენტაციისას აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმისწარმოების განყოფილების უფროსმა ლეილა მიქელაძემ განაცხადა, კანცელარიის პროგრამის მეშვეობით მოქალაქეები, რომლებიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართავენ, განცხადებაზე პასუხს ელექტრონულად მიიღებენ.
"მოქალაქეთათვის ახალი გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზება შეუძლებელია, თუ შიდა სამსახურეობრივი საქმიანობა, დოკუმენტბრუნვა არ არის გამართული და მოდერნიზებული, წარსულში განცხადებებს აღრიცხავდნენ სხვადასხვა სარეგისტრაციო ჟურნალებში მათი შევსება ხელით ხდებოდა. აღრიცხვის რთული მექანიზმის შედეგად, თითოეული განცხადების რეგისტრაცია და დამისამართება მოითხოვდა გარკვეულ დროს, რაც მომსახურების ხარისხზე უარყოფითად აისახებოდა. სწორედ ამ მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2010 წლიდან დაინერგა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამა. ცვლილებების განხორციელებით მოხდა პროცესებისათვის საჭირო დროის და მატერიალური რესურსების ეკონომია. შეიქმნა საქმისწარმოებისათვის აუცილებელი ელექტრონული ბაზა ე.წ. ბიბლიოთეკა. ასევე დეს პროგრამის მრავალმხრივი საძიებო სისტემის მეშვეობით მარტივად შეგვიძლია მოვიპოვოთ ინფორმაცია, თუ რა სტადიაზეა აღსრულების ეროვნულ ბიუროში განცხადების განხილვა. გაამარტივა დოკუმენტბრუნვის მიხედვით შესრულებული და შესასრულებელი კორესპოდენციის სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა. მომსახურება გახდა სწრაფი და ხარისხიანი შედეგად მივიღეთ კმაყოფილი მომხმარებელი. პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის საფუძველზე დღეისათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს ყველა ტერიტორიული ორგანო მთლიანად გადავიდა დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ საქმისწარმოებაზე. გამარტივდა სტრუქტურულ და ტერიტორიულ ქვედანაყოფებს შორის კავშირი. ჩართულობამ შესაძლებლობა მოგვცა მივიღოთ და დავარეგისტრიროთ კორესპოდენცია განმცხადებლისათვის სასურველ ბიუროში, რეგისტრირებული დოკუმენტი მიუხედავად მისი მიღების ადგილისა რამოდენიმე წამში გადაეცემა შესაბამის ადრესატს. ასევე აღსანიშნავია, რომ დოკუმენტბრუნვის ერთიან პროგრამაში ბოლო ერთი წლის მანძილზე ჩაერთო არაერთი ორგანიზაცია და სამინისტრო, რაც გვიმარტივებს გარე კომუნიკაციას და გვაძლევს საშუალებას სწრაფად, ეკონომიურად და ეფექტურად მოვახდინოთ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. 2011 წლის აპრილიდან კი ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცა ნებისმიერი ადგილიდან ეროვნული ბიუროს ვებ გვერდის გამოყენებით მიიღოს მისთვის განკუთვნილი დოკუმენტი, სიახლე მომხმარებელს დროისა და ზედმეტი ხარჯის დაზოგვის საშუალებას აძლევს. პროცედურა საკმაოდ მარტივია; რეგისტრაციისას მომხმარებელს გადაეცემა მიღების ბარათი უნიკალური თხუთმეტნიშნა კოდით. შემდგომში მომხმარებელი შედისაღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ გვერდძე და მოქმედებს მითითებული ინსტრუქციის მიხედვით შედეგად იღებს მისთვის საჭირო დოკუმენტს. ამ სერვისის ამოქმედებამდე, სხვადასხვა დაწესებულებას უჩნდებოდა ეჭვი გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის შესახებ. დღეს ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, გადაამოწმოს მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი და ინტერნეტით მეშვეობით მოახდინოს დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება. საბოლოდ დღეს პროგრამის მეშვეობით მიღწეულია შედეგი: გამარტივდა და ოპერატიული გახდა დოკუმენტების აღრიცხვა, ადრესატებისათვის ონლაინ გადაგზავნის შესაძლებლობა, რეზოლუციის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დაგზავნა, შეიქმნა კორესპოდენციი ერთიანი რეესტრი, გამარტივდა დაცული ინფორმაციის მოძიება", - განაცხადა ლეილა მიქელაძემ.
ახალი პროგრამა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე, ბანერის სახითაა განთავსებული. განცხადების შემომტანი პირები განცხადების შემოტანისთანავე უნიკალურ 15-ციფრიან პინ-კოდს მიიღებენ. განცხადებაზე პასუხის მისაღებად განმცხადებელმა მიღებული კოდი აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიის პროგრამის ფანჯარაში უნდა შეიყვანოს, რის შემდეგაც ის ონ-ლაინ რეჟიმში მიიღებს პასუხს, რომელსაც მინიჭებული აქვს უნიკალური კოდი და იურიდიული ძალა გააჩნია.
ახალი სერვისი მოქალაქეებს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ურთიერთობას გაცილებით უმარტივებს და ზოგავს მათ დროს და ენერგიას. გარდა ამისა, განცხადებაზე პასუხის ჩაბარებას სწრაფად, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს. თუმცა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს განცხადების მიღების სასურველი ფორმა და ელექტრონული ფორმის ნაცვლად განცხადებაზე პასუხი მიიღოს ფოსტის, ან აღსრულების ეროვნულ ბიუროში მოსვლის გზით.
აღსრულების ეროვნული ბიურო მომსახურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას მომავალშიც გააგრძელებს და მომხმარებელს არაერთ ახალ ელექტრონულ სერვისს შესთავაზებს
ახალი ელექტრონული (კანცელარიის) პროგრამის პრეზენტაციას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ნიკა მელია და ბიუროს სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.