რუსეთის ფედერაცია სეპარატისტულ აფხაზეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას აპირებს. განცხადება ამის შესახბე დღეს სოხუმში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ გააკეთა.
"რუსეთი და აფხაზეთი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ. მოცემულ მომენტში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით", _ განაცხადა ღვინჯიამ.