თბილისი-მარნეულის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსის ავარიის შედეგად დაშავებული 11 მგზავრიდან 6-ის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი კლინიკური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა გია სილაგაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, 6-ვე მათგანს სიცოცხლისთვის შეუთავსებეკლი ტრავმები და სხეულის სხვადასხვა ადგილებში მოტეხილობები აღენიშნება.
"6-ვე პაციენტი საჭიროებს რეანიმაციულ მკურნალობას. თითქმის ყველა მათგანს აღენიშნება ტრავმული შოკი, გულ-მკერდის, მუცლის დახურული, ასევე კიდურების ტავმები ღია მოტეხილობებით", - განმარტა საავადმყოფოს ექიმმა.
რაც შეეხება დანარჩენ 5 მგზავრს, 4 წმინდა მიხაილის სახელობის კლინიკაში რჩება, ხოლო ერთი მკურნალობის კურსს ნეიროქირურგიულ კლინიკაში გადის.
ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ავტომობილის მძღოლი იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსი, რომელიც თბილისიდან მარნეულის მიმართულებით მოძრაობდა დღეს გამთენიისას, გორგასლის გამზირზე ხეს შეეჯახა. შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა.