ცნობილია წინასწარი პასუხი 20 აპრილს საქართველოში მოსული უცნაური, ტალახიანი წვიმის შესახებ. როგორც გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, კვლევის შედეგად დადგინდა მისი ქიმიური შემადგენლობა.
მათ თქმით, წვიმა არ იყო საშიში და საზიანო მოსახლეობისთვის.
მეტეოროლოგების განმარტებით, აფრიკისა და აზიის უდაბნოებში ციკლონმა ჰაერში ქვიშა აიტაცა და წვიმას სწორედ ეს ქვიშა მოყვებოდა. მონიტორინგის სამსახურის ზუსტი პახუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.