თბილისში გამთენიისას მომხდარი ავტოავარიის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა გორგასლის ქუჩაზე მოხდა. დიდი სისწრაფით მოძრავმა სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
დაშავებული მძღოლი და ყველა მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
სამარშრუტო ტაქსი თბილისი-მარნეულის მიმართულებით მოძრაობდა. მანქანაში მოვაჭრეები ისხდნენ.