დღეს, 22 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრი ნიკა ცქიტიშვილი წყნეთის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს სააღდგომო საჩუქრებს გადასცემს. ცქიტიშვილი ბავშვებს კალათბურთისა და ფეხბურთის ბურთებს გადასცემს, რომელზედაც მისი ავტოგრაფი იქნება დატოვებული.
ნიკა ცქიტიშვილი საქართველოს ნაკრებში 17 წლიდან თამაშობს.