22 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით ევროპის სახლში გაიმართება გამოფენა, სახელწოდებით "ეკოშთაგონება". გამოფენაზე წარდგენილი ექსპონატები კლიმატის ცვლილებას, გარემოს დეგრადაციას, მის დაბინძურებას შეეხება.
განსხვავებული ფორმატით წარმოდგენილი ნამუშევრები (ინსტალაცია, ფოტო, ობიექტი, პერფორმანსი, ვიდეო) სახიფათო ექსპერიმენტების კრიტიკას მოიცავს.
„მომავალი ან მწვანეა, ან საერთოდ არ არის", _ ასეთია ორგანიზატორთა პოზიცია.
გამოფენაში მონაწილეობენ კონსტანტინე მინდაძე, მამუკა ჯაფარიძე, სოფია ჩერქეზიშვილი, ნოდარ სუმბაძე, ვატო წერეთელი, მარი დავითაშვილი, სალომე ნარსია, დავით ალექსიძე, ნინო სეხნიაშვილი, სანდრო ანთაძე, ჯგუფი „ბულიონი", სოსო ქუმსიაშვილი, როკო ირემაშვილი, ეთერ დავითაშვილი.