ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში მოსახლეობას სამეურნეო სავარგულების სარგებლობისთვის ხელშეკრულებები გაუფორმდება. ამის შესახებ ნათქვამია "დაცული ტერიტორების სისტემის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში.
კანონპროექტის თანახმად, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში ადგილობრივ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სავარგულები - სათიბი, საძოვარი სარგებლობაში გადაეცემა არა უმეტეს 10 წლის ვადით.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაში ნათქვამია, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სარგებლობა დაშვებული იქნება იმის გამო, რომ თავიდან იქნას აცილებული ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სტიქიურად საქონლის ძოვება.
მოსახლეობასთან ხელშეკრულებებს კი დაცული ტერიტორიების სააგენტო გააფორმებს.