უშიშროების საბჭო მხოლოდ იმ კრიზისის მოგვარებაში ჩაერთვება, რომელმაც თავისი მასშტაბებითა და შედეგებით ქვეყანას შეიძლება საფრთხე მიაყენოს. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ღიბრაძემ "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე განმარტებისას აღნიშნა.
"უშიშროების საბჭოს მდივანს აქვს საკითხების ინიცირების, მათ შორის უშიშროების საბჭოს მოწვევის უფლება თუ რაიმე კრიზისული მდგომარეობა შეიქმნება. ამ ცვლილებებით კი ხდება ამ ყველაფრის ერთიან სისტემაში მოყვანა, რადგან შესაძლოა კრიზისი ცდებოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას, ან მასშტაბების იყოს ისეთი, რომ მხოლოდ შსს არ აყოს საკმარისი და ვითარება კომპლექსურ ღონისძიებებს მოითხოვს. სწორედ ასეთ შემთხვევაში ხდება უშიშროების საბჭოს ჩართვა", - განმარტა ღიბრაძემ.
მისი თქმით, უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებამოსილებები არ იზრდება, რადგან კრიზისის მოგვარება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მას შემდეგ ადის, რაც ადგილობრივი რესურსი და თუნდაც დამატებითი რესურსით ვითარების მოგვარება ვერ ხდება.
ღიბრაძემ ამტკიცებს, რომ კანონპროექტში უშიშროების საბჭოს მდივანის უფლებამოსილებების მუხლში ჩანაწერი, რომ იგი "კოორდინაციას უწევს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე", არ ნიშნავს, რომ მას ყველა პროცესში ჩართვის უფლება ეძლევა.