თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს. კერძოდ აღდგომის ღამეს მეტრო ღამის 03:00 საათამდე იმუშავებს და თორმეტი საათის შემდეგ იქნება უფასო. ასევე კვირას და ორშაბათს დაინიშნება დამატებითი 6 მარშუტი ჯამში 80 ავტობუსით, რომლებიც სასაფლაოების მიმართულებით იმუშავებენ.
სპეციალური მარშურტების მომსახურება, 8.00-18.00 საათამდე, იქნება უფასო.
მიმართულებები:
მ/ს "დიდუბე" - მუხათგვერდი; ვაშლიჯვარი
მ/ს "ვაგზლის მოედანი", "მარჯანიშვილი" - კუკია
მ/ს "დელისი" - საბურთალო
მ/ს "სარაჯიშვილი" - თბილისის ზღვა
ჭიჭინაძის ქ. 25-ე კორპ. - ველი