საფრანგეთში პირველად გადაიღეს ფილმი, სადაც მთავარ როლში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზია. კინოკრიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ პრემიერა სკანდალს გამოიწვევს.
ფილმის სახელწოდებაა "დაპყრობა", იგი რეჟისორმა ქსავიე დურენჟემ გადაიღო. პრეზიდენტ სარკოზის როლი კი მსახიობმა დენი პოდალიდესმა ოსტატურად შეასრულა.
სავარაუდოდ, ფილმის ჩვენებას კანში საფრანგეთის პრეზიდენტის წყვილი დაესწრება.
სარკოზის შესახებ ფილმის პარალელურად, კანის მაყურებელი ვუდი ალენის ფილმს "შუაღამე პარიზში" იხილავს, სადაც საფრანგეთის პირველი ლედი კარლა ბრუნი-სარკოზი გადაიღეს. 11 მაისს ზუსტად კარლა ბრუნი გახსნის 64-ე კანის ფესტივალს.