დღეს, 20 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 32 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.420%-ით, მაქსიმალური 9.540%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.480%-ით განისაზღვრა.