"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები თემურ მელქუაშვილის ოჯახს ესტუმრნენ, რომლესაც წყლის გადასახადის გადაუხდელობის გამო ელექტროენერგია გაეთიშა.
გიორგი ახვლედიანმა და ინგა გრიგოლიამ ერთიანი კომუნალური ქვითარის უკანონობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს და განაცხადეს, რომ მელქუაშვილების მსგავსად გადასახადის ამოღების ეს წესი ბევრ ოჯახს უქმნის პრობლემას.
„ქრისტიან-დემოკრატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უკვე შევიტანეთ და იმედი გვაქვს რომ ეს დისკრიმინაციული სანქცია აუცილებლად გაუქმდება. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მოვუწოდებთ ხელისუფლებას გასცეს შესაბამისი ინსტრუქციები, რათა აღიკვეთოს დავალიანების მქონე ოჯახებისთვის ელექტროენერგიის ჩაჭრის ფაქტები"- განაცხადა ახვლედიანმა.